—

ამირან გამყრელიძე - მოსახლეობაში ნიღბის გამოყენება 95-პროცენტიან მაჩვენებელს თუ მიაღწევს, შესამჩნევად შევამცირებთ ახალინფიცირებულთა რაოდენობას

12
ამირან გამყრელიძე - მოსახლეობაში ნიღბის გამოყენება 95-პროცენტიან მაჩვენებელს თუ მიაღწევს, შესამჩნევად შევამცირებთ ახალინფიცირებულთა რაოდენობას
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო გლობალური ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, მოსახლეობაში ნიღბის ტარება 95 პროცენტს თუ მიაღწევს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო გლობალური ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, მოსახლეობაში ნიღბის ტარება 95 პროცენტს თუ მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით, 60-64 პროცნეტის ფარგლებშია.

„მოსახლეობაში ნიღბის მოხმარება თუ 95-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელიიქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. პირდაპირ მიუთითებენ ევროპას, სინგაპურის მაგალითი მოჰყავთ, რომ ნიღბის გამოყენება უნდა გახდეს სავალდებულო. საქართველოზეც კეთდება პროგნოზირება. ჩვენ გვაქვს გამოყენება დაახლოებით 60-64 პროცენტის ფარგლებში. მოწოდება არის, რომ ავიდეს 95 პროცენტის ფარგლებში. ამ ფარგლებში თუ გვექნება, ჩვენ შესამჩნევად შევამცირებთ ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას და შესაბამისად, ქვეყანაში სხვა ინდიკატორებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →