—

ნათია მეზვრიშვილი - წესების 90-პროცენტიანი შესრულება თუ გვექნება, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70 პროცენტით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ

13
ნათია მეზვრიშვილი - წესების 90-პროცენტიანი შესრულება თუ გვექნება, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70 პროცენტით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ
მოსასმენად დააჭირეთ

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ…

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგში დგომისას, გაჩერებებზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელების შენელებასთან.

„გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება არის მკაცრად რეკომენდებული, ვინაიდან წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელების შენელებასთან, ამაზე ბევრს საუბრობენ ექიმები და ეპიდემიოლოგები. თუ ჩვენ გვექნება წესების 90 %-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ და რაც მთავარია, რაც უფრო მეტი იქნება წესების დაცვა, ჩვენ ნაკლებად მოგვიწევს წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →