—

სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ – ნათია მეზვრიშვილი

22
სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ – ნათია მეზვრიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

როგორც ხედავთ, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იზრდება მსოფლიოშიც და ეს ზრდა ისევ მოსალოდნელია. დღეს 1 872 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ…

როგორც ხედავთ, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იზრდება მსოფლიოშიც და ეს ზრდა ისევ მოსალოდნელია. დღეს 1 872 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდია, მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამის საჭიროება არსებობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბალანსი დავიცვათ, ერთი მხრივ, ვაგრძელებთ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას და მეორე მხრივ – ვცდილობთ, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →