—

ნათია მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარება მკაცრადაა რეკომენდებული

21
ნათია მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარება მკაცრადაა რეკომენდებული
მოსასმენად დააჭირეთ

მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 3 ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ამას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, გარე სივრცეებში მოქალაქეებს პირბად…

მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 3 ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ამას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, გარე სივრცეებში მოქალაქეებს პირბად ეკეთოთ. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების წესს შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

„გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადე ვატაროთ. განსაკუთრებით იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებისა და მითითებისთვის“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →