—

“ჩვენ, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.”- გოგი მეშველიანი

86
“ჩვენ, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.”- გოგი მეშველიანი
მოსასმენად დააჭირეთ

„ ქართული ოცნების “ ბოლნისის , დმანისის , თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი , გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს : კლდეისს , ალექსევკას , მენკალისს , ჯვარას…

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: კლდეისს, ალექსევკას, მენკალისს, ჯვარას, დიდ ირაგას, პატარა ირაგას, ჯიგრაშენს, დაღეთსა და სამშვილდეს ეწვია.

სამთავრობო გუნდის კანდიდატმა, მოისმინა ადგილობივების საჭიროებები, ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ბოლო წლების მანძილზე აღნიშნულ დასახლებებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ჯვარაში სულ მალე დასრულდება საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, ხოლო, სამშვილდეში რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. თუმცა, სოფლებში კვლავ რჩება რიგი გამოწვევები, როგორებიც არის სასმელი და სარწყავი წყლის, გაზიფიცირების, მიწების დაკანონებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები.

ჩვენ, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.“ განაცხადა გოგი მეშველიანმა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →