—

გოგი მეშველიანმა „სოკარის“ პრეზიდენტ როვგან აბდულაევთან ერთად ირგანჩაიში ბუნებრივი აირი აანთო

43
გოგი მეშველიანმა „სოკარის“ პრეზიდენტ როვგან აბდულაევთან ერთად ირგანჩაიში ბუნებრივი  აირი  აანთო
მოსასმენად დააჭირეთ

დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის გაზიფიცირება დასრულდა. ბუნებრივი აირი, პირველად სოფლის ცენტრში „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა…

დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის გაზიფიცირება დასრულდა. ბუნებრივი აირი, პირველად სოფლის ცენტრში „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა კომპანია "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად აანთო.

სოფელი მდებარეობს მაღალმთიან, პრაქტიკულად ალპურ ზონაში, სადაც არ არის ხე-ტყის რესურსი იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გათბეს.

გოგი მეშველიანის თქმით, სოფლის გაზიფიცირებას და იმას, რომ დღეიდან უკვე 120 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას, ენიჭება ორმაგი დატვირთვა და მნიშვნელობა.

„ეს პროექტი არის ჩვენი და აზერბაიჯანის სახელმწიფოს შორის მეგობრული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მოგვიტანს შედეგად იმას, რომ, უახლოეს წლებში ყველა ჩვენი დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული” - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →