—

ამირან გამყრელიძე - სექტემბრის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის მეორე ტალღაში შევედით, შემთხვევები კიდევ გაიზრდება

22
ამირან გამყრელიძე - სექტემბრის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის მეორე ტალღაში შევედით, შემთხვევები კიდევ გაიზრდება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება. მისივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში კორონავირუსის…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება. მისივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა დაწყებული და ჯერჯერობით, დაახლოებით ორ-სამ კვირამდე, ინფიცირების შემთხვევების კლება მოსალოდნელი არ არის.

„ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში უარესდება. ვითარება რთულდება და ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი, ეგრეთ წოდებული მეორე ტალღაა მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ ინტენსიური ზრდა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინფიცირების რაოდენობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დაბალ ნიშნულს აჩვენებს.

მოგეხსენებათ, სექტემბრის 15 რიცხვიდან, უფრო ადრეც ეგრეთ წოდებულ, მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება. ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →