—

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

235
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქ განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი…

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქ განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დანაშაულში სდებს ბრალს.

ბაქოში ამბობენ, რომ განჯა ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით, „სკადით“ დაიბომბა. სარაკეტო იერიშმა 20-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

მედიის ცნობით, დაბომბვის ადგილებზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →