—

საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი: ”ბალანსი რეგიონში მკვეთრად შეიცვალა აზერბაიჯანის სასარგებლოდ”

52
საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი: ”ბალანსი რეგიონში მკვეთრად შეიცვალა აზერბაიჯანის სასარგებლოდ”
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეო საკითხებში ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, რეგიონში ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მკვეთრადაა შეცვლილი. როფორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას "ინტერპრესნიუსს" შარაშენიძემ განუცხადა, რუსეთი…

საგარეო საკითხებში ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, რეგიონში ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მკვეთრადაა შეცვლილი. როფორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას "ინტერპრესნიუსს" შარაშენიძემ განუცხადა, რუსეთი არ აპირებს ერთი მხრივ აზერბაიჯანს დაუპირისპირდეს, მეორე მხრივ კი თურქეთს, რომელიც "აპირებს მკვეთრად დაუჭიროს მხარი აზერბაიჯანს".

ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანმაც იცის ეს რეალობა და გაჩერებას ჯერჯერობით არ აპირებს. "ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს ბაქოს და ანკარას. ეს გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. ბალანსი რეგიონში შეცვლილია მკვეთრად აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ის ძალიან გაძლიერდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მეორე - თურქეთი შიდა პოლიტიკური მიზეზების გამოც ალბათ აპირებს მკვეთრად დაუჭიროს მხარი აზერბაიჯანს, მესამე - რუსეთს, რა თქმა უნდა, ფაშინიანი არ მოსწონს და მაინცდამაინც არ ადარდებს თუ მისი პოზიციები შეირყევა, უკეთესიც იქნება და მეოთხე - მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს თურქეთს, იმიტომ, რომ აწყობს თურქეთთან თამაში, რადგან იმედი აქვს, რომ თურქეთის მეშვეობით ნატო-ში სიტუაციას ცოტა აურევს. ამითაა გამოწვეული ის, რაც მოხდა. აზერბაიჯანელებიც, ბუნებრივია, ხვდებიან ამ რეალობას და გაჩერებას ჯერჯერობით არ აპირებენ. უპირატესობა აქვთ",-განაცხადა შარაშენიძემ

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორია მოსალაპარაკებლად კიდევ ერთხელ შესთავაზოს, შარაშენიძე ამბობს, რომ ამას შედეგი არ ექნება, რადგან საქართველოს მათ შესარიგებლად გავლენა არ აქვს.

"შევთავაზოთ, ლამაზი იქნება ჩვენგან, მაგრამ იმის გავლენა და წონა არ გვაქვს, რომ შევარიგოთ ეს ორი მხარე, რომელთა შერიგებაც ასე მარტივი არ არის. ამას არაფერი მოყვება, მაგრამ ცუდი არაფერი არ არის ამაში. ბოლოს და ბოლოს დავაფიქსირებთ, რომ ნეიტრალურები ვართ",- განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს მოსკოვში სომხეთსა და აზერბაიჯას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, თუმცა მათ შორის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →