—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

34
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები გერანბოის, აღდამის, ტერტერისა აღჯაბედის რაიონების სოფლებს ბომბავს, რითიც არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ამასთან, უწყების ცნობით, 14-15 ოქტომბრის ღამით მდგომარეობა ფრონტის ხაზზე აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჰადრუთის მიმართულებით დაძაბული რჩებოდა.

"ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ფრონტის რამდენიმე მიმართულებით სცადეს შეტევა. ჩვენი ჯარების წარმატებული მოქმედებების შედეგად, საპირისპირო მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით უკან დახეულიყო.

აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ფრონტის რამდენიმე მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. აზერბაიჯანულმა მხარე გაანადგურა სომხური მხარის 2 ტანკი Т-72, 1 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Тор-М2КМ" 4 3 ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემა "БМ-21 გრადი", 1 საზენიტო ჰაუბიცა-ქვემეხი "Д-20", 1 "Д-30" и 2 "Д-1", ასევე რამდენიმე ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი და საავტომობილო ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული არმიის ნაწილები, რომლების იცავენ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს, მთელ ფრონტზე ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →