—

გოგი მეშველიანი სოფლის მეურნეობის მინისტრთან , ლევან დავითაშვილთან ერთად ფერმერებს შეხვდა

44
გოგი მეშველიანი სოფლის მეურნეობის მინისტრთან , ლევან დავითაშვილთან ერთად ფერმერებს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის სხვადასხვა დარგის ფერმერებს შეხვდნენ.

"ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის სხვადასხვა დარგის ფერმერებს შეხვდნენ.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, გოგი მეშველიანის ინიციატივით და მოწვევით გაიმართა გაფართოებულ ოლქში მცხოვრებ ფერმერებთან და მევენახეებთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეხვედრა .

შეხვედრის მიზანი გახლდათ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო რეგულირებისა და მხარდაჭერის მექანიზმების გაცნობა.
ასევე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს.

„საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ფერმერებისა და მევენახეებისგან დაისვა კითხვები და მე მათ დავპირდი, რომ ექნებოდათ შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.
დღევანდელ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ადამიანებმა, ყველა კითხვაზე მიიღეს მაღალკვალიფიციური პასუხები მინისტრისაგან“. -განაცხადა გოგი მეშველიანმა

მეშველიანის თქმით, აღნიშნული შეხვედრა დაეხმარება ყველა იმ დარგს, რომელიც საარჩევნო ოლქში არის განვითარებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →