—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

41
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სომხეთის სამხედრო სტრუქტურის უფროსი იძულებულია, ყოველდღე ყალბი ინფორმაცია გაავრცელოს და ზარალის შესახებ ცრუ სტატისტიკა წარმოადგინოს.

"მისი მიზანია, დაფაროს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობა, რომლებმაც დიდი დანაკარგი განიცადეს, ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ აზერბაიჯანის დასახლებებს, ამშვიდებენ თავიანთ ხალხს და ამავე დროს ამგვარი პროვოკაციული მონაცემებით მსოფლიო საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ აზერბაიჯანის არმია მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს.

ასევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კელბაჯარის რაიონთან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი განათავსა, რომელთა სამიზნე განჯასა და მინგეჩაურში მშვიდობიან მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა იყო. აზერბაიჯანის არმიამ ეს კომპლექსები გაანეიტრალა, რითიც, უწყების ინფორმაციით, მორიგი სამხედრო დანაშაულის პრევენცია მოხდა.

აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ტანკი, სხვადასხვა ტიპის იარაღი და სარაკეტო დანადგარი, ასევე საავტომობილო ტექნიკის რამდენიმე ერთეული.

უწყების ინფორმაციით, დილიდან საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ქვეშ იმყოფება ტერტერის, აღდამის და აღჯაბედის რაიონების.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →