—

დღეს საჭიროებას ვერ ვხედავთ, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს – ეკატერინე ტიკარაძე

11
დღეს საჭიროებას ვერ ვხედავთ, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს – ეკატერინე ტიკარაძე
მოსასმენად დააჭირეთ

იმის მოლოდინი გვქონდა, რომ სკოლებში კოვიდინფიცირების ფაქტები იქნებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2 “-ის ეთერში განაცხდა.

იმის მოლოდინი გვქონდა, რომ სკოლებში კოვიდინფიცირების ფაქტები იქნებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხდა.

„სკოლებთან მიმართებით, იმიტომ გვქონდა გეგმა ჯერ დაწყებულიყო დაწყებითი კლასები და შემდეგ დაგვემატებინა სხვა კლასები და ჩაგვერთო უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებებში სასწავლო პროცესი. ამასთან მიმართებაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ სწორი მართვაა და ეფექტურიც, ვინაიდან ხდება შემთხვევების დროული გამოვლენა. შრომის ინსპექციის აქტივობიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგები ახდენენ ღონისძიების მყისიერ განხორციელებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექციას აქვს შეფასებული ყველა ის ობიექტი, სადაც სწავლა განახლდა.

„თუ არის ლოკალური გავრცელება, მაშინ ჩვენ ვახდენთ კლასის იზოლირებას და ხდება იქ დამუშავების შესაბამისი პროცედურები და უკვე ამის შემდეგ იწყება სწავლის განახლება ამ კლასში. სწავლა ასევე ნარჩუნდება ონლაინ რეჟიმში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს არაა იმის საჭიროება, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →