—

გია ვოლსკი - სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს

19
გია ვოლსკი - სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმებისა და…

სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმებისა და მისი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება იმაზე საუბარი, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას პროგრესს მოუტანს.

„სააკაშვილი დესტრუქციული ძალაა, მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საცხოვრისი, ქონება დაკარგა და იმაზე, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.

სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ისეთი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რომ წლების შემდეგ კიდევ აქვს ეფექტი მის ცხოვრებაზე. ადამიანები, ცხედრები, ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ მიტოვებული - ამ ვითარებასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი; უამრავი მშვიდობიანი მოსახლე არ გამოიყვანეს თავის დროზე ამ საბრძოლო მოქმედებებიდან და გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს, - ამასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი. დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →