—

სალომე სამადაშვილი - სააკაშვილი არის ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის ანალოგიური მონაცემები დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, არავის აქვს

20
სალომე სამადაშვილი - სააკაშვილი არის ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის ანალოგიური მონაცემები დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, არავის აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი არის ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის ანალოგიური მონაცემები დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, მოგვწონს თუ არა ის, არავის აქვს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი…

მიხეილ სააკაშვილი არის ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის ანალოგიური მონაცემები დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, მოგვწონს თუ არა ის, არავის აქვს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პოტენციალს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს აქვს უნარი, რომ საქართველოთი მსოფლიო დააინტერესოს.

"მიხეილ სააკაშვილის უპირატესობა პრემიერ-მინისტრის რანგში სხვა კანდიდატებთან შედარებით, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, რეალურად, სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო იმ პოლიტიკური მუხტისა და გარემოს შექმნა,რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარება და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სახელმწიფოს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ზოგადად. ვფიქრობ, რომ მას აქვს პოლიტიკური პოტენციალი კიდევ ერთხელ უზრუნველყოს ქვეყანაში ის გარემო, რომელიც სჭირდება სწრაფი რეფორმების გატარებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მას აქვს პოტენციალი ჩვენი ქვეყნით მსოფლიო დააინტერესოს, რის გარეშეც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა რომ არ აქვს ეს გასული 8 წლის მანძილზე ვნახეთ, როცა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანა პროვინციულ,მიკარგულ ადგილად გადაიქცა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს „ლელომ“ მამუკა ხაზარაძე დაასახელა.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →