—

ჯანდაცვის მინისტრი - პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ, რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ

37
ჯანდაცვის მინისტრი - პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ, რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება.

როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის თბილისში დამატებითი შეზღუდვების დაწესების კონკრეტული საფუძველი არაა.

„ამ ეტაპისთვის კონკრეტულად საფუძველი არ გვაქვს ამისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება - პირბადეების გამოყენებაა და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი სახის მობილობის შეზღუდვას, ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ამ პრობლემის ნომერ პირველ გადაწყვეტას, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ, როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ისე ღონისძიების დაცვის ხარისხს, მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილის შორის ამ ღონისძიებების გატარების ხარისხი და იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, -აღნიშნა მინისტრმა.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →