—

ეკატერინე ტიკარაძე - თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული

28
ეკატერინე ტიკარაძე - თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამომდინარე იქედან, რომ თბილისში ინფიცირების შემთხვევები მატულობს, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია.

„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ამიტომ, დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →