—

მარნეული-თბილისის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – BMW სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

48
მარნეული-თბილისის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – BMW სატვირთო ავტომობილს შეეჯახა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეული-თბილისის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დროულად აღმოუჩინეს მძღოლს პირველადი დახმარება, რის შედეგადაც მისი სიცოცხლისთვის საფრთხის თავიდან აცილება მოხერხდა. დაშავებული მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყვნენ მაშველები.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →