—

ამირან გამყრელიძის განმარტებით, გარკვეული ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისში

16
ამირან გამყრელიძის განმარტებით, გარკვეული ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისში
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები არ იგეგმება.

ამასთან მისივე ინფორმაციით, სადაც საჭიროა, იქ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

„გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს. დღეს ჩვენ გავითავისეთ უკვე, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორი დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.

ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. მაგრამ იქ, სადაც საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლებელია. მაგალითად, როგორც არის კლასი, სკოლაში გაჩნდა ერთი ბავშვი ინფიცირებული, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. ისევე როგორც ე.წ. ოქროს ბირჟაზე ჩატარდა შემზღუდველი ღონისძიება, ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →