—

ამირან გამყრელიძე - ამ 8 თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ და არ მგონია, იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში რეალობასთან ახლოს იყოს

14
ამირან გამყრელიძე - ამ 8 თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ და არ მგონია, იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში რეალობასთან ახლოს იყოს
მოსასმენად დააჭირეთ

იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში არ მგონია, რომ რეალობასთან ახლოს იყოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს, როდესაც ისინი ინფიცირების მაღალი რაოდენობის გამო, არჩევანის წინაშე დადგნენ, ვინ შეეერთებინათ სასუნთქ აპარატზე და ვინ არა, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არაა.

„იცით, რომ გადასული ვართ მოდელზე, როდესაც ყველას არ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და მკურნალობას გადიან ბინაზე ან ე.წ. კოვიდ სასტუმროებში. ჩვენ, ისევე როგორც მსოფლიომ, ამ რვა თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ და არ მგონია, იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში რეალობასთან ახლოს იყოს. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო, ექიმები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში არ მოხდეს“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ვირუსის გავრცელება არსებული ტემპით გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა დაწოლას გაუძლებს. მან ასევე მოქალაქეების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

„გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა არაა. ეს ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმეა. ჩვენ უნდა შევუშალოთ ხელი ვირუსის სწრაფ გავრცელებას და რაც უფრო კარგად გავაკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლებად გვექნება მოლოდინი, რომ იტალიური სცენარი განმეორდება“,-აღნიშნა ზახაშვილმა.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →