—

გოგი მეშველიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს

99
გოგი მეშველიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: აბელიანს, ჩხიკვთას, მაწევანს, ენაგეთს, საღარაშენს, ფარცხისს,შავსაყდარს…

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: აბელიანს, ჩხიკვთას, მაწევანს, ენაგეთს, საღარაშენს, ფარცხისს,შავსაყდარს, ჯორჯიაშვილს, არდისუბნსა და ბოგვს ესტუმრა. მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

მმართველიგუნდის კანდიდატის თქმით, სოფლებში, საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა თუმცა, ბევრ მათგანში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასმელი წყლის საკითხი.

მეშველიანის განცხადებით უახლეს მომავალში 35 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება 15 დასახლებულ პუნქტში, რომელიც პრაქტიკულად ამ ზონაში, სრულად გადაწყვეტს სასმელი წყლის პრობლემას.

„რამდენიმე დასახლებას აქვს მისასვლელი და შიდა გზების პრობლემაც, ასევე აქტუალურია გაზიფიცირების საკითხი. თუმცა , ყველა ამ მიმართულებებით პროგრამები უკვე არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად. „ - გოგი მეშველიანი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →