—

გიორგი კახიანი - მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან მსჯავრს აუცილებლად მოიხდის

21
გიორგი კახიანი - მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან მსჯავრს აუცილებლად მოიხდის
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ადრე თუ გვიან ის მსჯავრს აუცილებლად მოიხდის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი…

მიხეილ სააკაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ადრე თუ გვიან ის მსჯავრს აუცილებლად მოიხდის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლაზე არ უნდა ფიქრობდეს ვინაიდან, მან საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგა.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არაადეკვატური და არათანმიმდევრული პოლიტიკოსია.

„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება მგონი, გასაგებია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის ქმედებებში არაადეკვატური და არათანმიმდევრული. მისი განცხადებებიდან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. საერთოდ, სააკაშვილის ადგილს არა თუ პოლიტიკურ ველზე ვერ ვხედავ, არამედ მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ქართული სასამართლოების მიერ იგი ცნობილი მსჯავრდებულად და ადრე თუ გვიან ის ამ მსჯავრს უცილებლად მოიხდის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →