—

“აქტუალ მედიამ“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნოველა II-ის გადაღება დაიწყო

393
“აქტუალ მედიამ“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნოველა II-ის გადაღება დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

Aktual Media-ს გუნდმა დაიწყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „Novella II“-ის გადაღებები, რომელიც საქართველოში მცხოვრები წარმატებულ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებას ასახავს.

Aktual Media-ს გუნდმა დაიწყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „Novella II“-ის გადაღებები, რომელიც საქართველოში მცხოვრები წარმატებულ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებას ასახავს.    

ფილმის ქრონომეტრაჟია დაახლოებით 40 წუთი.

მისი გადაღება მიმდინარეობს თბილისში, ასევე მარნეულის, გარდაბნისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ "ნოველა 2"-ში მონაწილეობენ სამართლის, მედიცინის, სპორტის და სხვა ღირებულ სფეროებში ჩართული ახალგაზრდები. 

პროექტი წარმატების ისტორიების ჩვენებასთან ერთად, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში განათლებისადმი ინტერესისა და მოტივაციის გაზრდასა და პერსპექტიული აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ფართოდ გაცნობას ქართული საზოგადოებისთვის. ფილმს აწარმოებს „აქტუალ მედიას" გუნდი. 

აღსანიშნავია, რომ პირველი ფილმი - „Novella I“ 2025 წლის 28 თებერვალს გამოვიდა და მას ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესით შეხვდნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →