—

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში საქართველოში მცხივრები აზერბაიჯანელებს მიმართა

301
აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში საქართველოში მცხივრები აზერბაიჯანელებს მიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში საქართველოში მცხივრები აზერბაიჯანელებს მიმართა ამის შესახებ ინფორმაცია İnterpress. ge-ს აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში მიაწოდა. აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: "როგორც…

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში საქართველოში მცხივრები აზერბაიჯანელებს მიმართა

ამის შესახებ ინფორმაცია İnterpress. ge-ს აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში მიაწოდა.

აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, 2020 წლის 27 სექტემბერს ოკუპანტმა სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ განახორციელა თავისი მორიგი ვერაგული თავდასხმა. განზრახ და მიზანმიმართულად ჩადენილი ამ სამხედრო პროვოკაციის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეთა შორის.

სომხეთის მიზანია ყველა საშუალებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სტატუს-კვოს გაგრძელება, ასევე ქვეყნის საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა ძალიან სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან.


ხოლო აზერბაიჯანი იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და გამჭვირვალედ და სამართლიანად აგრძელებს თავის პოლიტიკას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა ილჰამ ალიევმა ხალხისადმი თავის მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის უძველეს მიწას და მთელი მსოფლიო მას აღიარებს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი ქვეყნის ახლო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
აზერბაიჯანელმა ხალხმა მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მტკიცედ განაცხადა, რომ არასოდეს არ შეეგუებოდა თავისი მიწების ოკუპაციას და აუცილებლად ბოლოს მოუღებდა ამ ოკუპაციას. სამწუხაროდ, ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების მიზნით წლების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა ოკუპანტი სომხეთის პოზიციის გამო დადებითი შედეგი არ გამოიღეს. სომხეთის ქმედებებმა მოახდინეს სამშვიდობო პროცესის პარალიზება, ხოლო მის მიერ ჩადენილმა ძალადობის ბოლო აქტმა აზერბაიჯანს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა გაეროს წესდების შესაბამისად თავისი კანონიერი თავდაცვის უფლების გამოყენებისა.


ამჟამად მამაცი აზერბაიჯანული ჯარი ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, ღირსეულად იბრძვის სამშობლოს მიწებისათვის და მტერს, ოკუპანტ ჯარს აყენებს გამანადგურებელ დარტყმებს.
ამ მოვლენების მიმდინარეობის ბოლო საბედისწერო დღეებში საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულობის შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე.


საელჩო მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ ორგანიზაციებს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს გამოჩენილი პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და სოლიდარობისათვის. თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.


ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს.
ხოლო ფინანსური შემოწირულობების განხორციელების მსურველ პირებს შეუძლიათ ეს განახორციელონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის მეშვეობით. ფონდის საბანკო რეკვიზიტები ხელმისაწვდომია აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, შემდეგ ლინკზე: https://mod.gov.az/az/silahli-quvvelere-yardim-fondunun-bank-rekvizitleri-253/.
ამასთან დაკავშირებით საელჩო ასევე მოგახსენებთ, რომ ადგილებზე მისი სახელით ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო უწყებების სახელით ფულადი სახსრების შეგროვება არ ხორციელდება და გახმოვანებული ამგვარი შესაძლო მოწოდებები უსაფუძვლოა.

ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა.
საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების ოჯახებს და ახლობლებს. მარადიული იყოს სამშობლოს ხსნისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნა, სამოთხეში განისვენონ მათი სულები!"

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →