—

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში

259
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელიც ხელს უწყობს რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც, თავის მხრივ, შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და…

ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელიც ხელს უწყობს რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც, თავის მხრივ, შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს, - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში, რომელიც 2026-2030 წლებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, აშშ ეცდება დაბლოკოს ისეთი რეზოლუციები, რომლებიც ამერიკის ან მისი მოკავშირეების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ის ძალისხმევას მიმართავს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო მისიების შეწყვეტისკენ.

„ჩვენ ვეცდებით დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს, შევაჩერებთ ან დავსახავთ პირობებს დავაწესებთ დაფინანსებაზე რეფორმების ხელშეწყობის მიზნით და ხელს შევუწყობთ აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო პროცესებს.

გარდა ამისა, დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში.

საერთაშორისო ორგანოების განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობას, არ შეუძლიათ და ვერ შეგვიზღუდავენ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრულ სპექტრს, ასეთი მცდელობების წინააღმდეგ.“ - ნათქვამია სტრატეგიულ გაგმაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →