—

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს დაზუსტდეს, იყო თუ არა დედა ბავშვის დაბადების მომენტში \"მამაკაცი\"

407
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს დაზუსტდეს, იყო თუ არა დედა ბავშვის დაბადების მომენტში \"მამაკაცი\"
მოსასმენად დააჭირეთ

გერმანული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბადების რეგისტრაციის ერთ-ერთი აქტი, ბავშვის დაბადების მომენტში დედის სქესის დაზუსტებას ითხოვს.

კერძოდ, Welt-ის ინფორმაციით, აშშ-ში, გერმანიის წარმომადგენლობების ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგისტრაციის აღნიშნული ფორმა წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვი საზღვარგარეთ შეეძინათ.

"ეჭვი, თითქოს ფორმის ავტორებს ბიოლოგიურ სქესსა და "გენდერს" შორის განსხვავების განსაზღვრისას შეცდომა მოუვიდათ, გამორიცხულია, რადგან საგარეო უწყების ფორმაზე შეკითხვა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის ფორმულირებული. შესაბამისად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს იცოდეს, ახალშობილის ბიოლოგიური დედა ქალი იყო, კაცი თუ - “მრავალფეროვანი”.

იგივე ეხება მამასაც: განმცხადებელმა ასევე უნდა მიუთითოს, არის თუ არა ის "მამრობითი", "მდედრობითი სქესის" თუ "მრავალფეროვანი"; "პასუხის არარსებობა" ასევე ვარიანტია. ფორმა ითვალისწინებს იგივე ოთხ ვარიანტს ბავშვისთვის, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, როგორც ჩანს, შეიძლება დაბადებიდანვე იყოს "მრავალფეროვანი" და არა მხოლოდ ბიჭი ან გოგო", - აღნიშნავს გამოცემა.

უფრო კრიტიკულია "Kettner Edelmetalle", რომელიც ამ ჩანაწერს ბიუროკრატიულ სიგიჟეს უწოდებს.

გამოცემის თანახმად, “რაც ცუდ ხუმრობას ჰგავს, გერმანიის სამთავრობო უწყებებში მწარე რეალობაა”. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვების რეგისტრაციის ფორმა, "თავბრუსხვევას გამოიწვევს ყველა იმ ადამიანში, ვისაც საღი აზრის ნატამალი მაინც შერჩენია".

გამოცემა აღნიშნავს, რომ სახეზეა გერმანული ოფიციალური ფორმების აბსურდული რეალობა და სვამს კითხვას: "ბიოლოგია მთლიანად მოძველდა გერმანულ ბიუროკრატიაში?".

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →