—

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს დაძაბულობის დეესკალაციას

354
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს დაძაბულობის დეესკალაციას
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის მინისტრი აზიზ ნასირზადე ხელმძღვანელობდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია…

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის მინისტრი აზიზ ნასირზადე ხელმძღვანელობდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევის განცხადებით, ომები და კონფლიქტები დღესაც გრძელდება მსოფლიოს მრავალ ნაწილში, თუმცა აზერბაიჯანის ინიციატივით, სამხრეთ კავკასიაში უკვე დამყარდა მშვიდობა. მისივე თქმით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისთვის, რომელიც ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარი დაუჭიროს დაძაბულობის დეესკალაციას.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →