—

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი კაია კალასზე: თანამდებობისთვის შეუფერებელია

220
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი კაია კალასზე: თანამდებობისთვის შეუფერებელია
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ტვიტს გამოეხმაურა და მას თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კალასის „ეს…

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ტვიტს გამოეხმაურა და მას თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კალასის „ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია”.

„ის სრულიად მოწყვეტილია დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს. როდესაც ასეთი სიტყვები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, ეს უბრალოდ შემაშფოთებელი კი არ არის — ეს ნიშნავს, რომ ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“, - წერს ლოპესი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს, რის შესახებაც კალასმა დაწერა, რომ “ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას”.

platform.twitter.com ↗

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →