—

გიორგი ვაშაძე - გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად

45
გიორგი ვაშაძე - გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად
მოსასმენად დააჭირეთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ქმედებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ქმედებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რადგან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია თანამდებობების შესანარჩუნებლად არჩევნებამდე ყველაფერზეა წამსვლელი.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მხრიდან, რომ არ ვისაუბროთ უმუშევრობაზე, კორონავირუსის გაქცევაზე და ამ მიმართულებით არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე, არ ვისაუბროთ ლარის კურსზე და უმუშევრობაზე. ამიტომ ისინი თავად ესხმიან თავის თავს და თავადვე აკეთებენ ამ ყველაფერს. პოლიციაც მათია, კამერებიც მათ აქვთ დამონტაჟებული, ყველაფერი მათია და საქმის გამოძიებას რაღა უნდა? არაფერი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამას აკეთებენ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ ყურადღება გადავიტანოთ.

დღეს რამდენიმე გარდაცვლილი გვყავს კოვიდით, მაგრამ მედია საშუალებებში ბოლო საკითხად დგას, ზუსტად ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მიზანიც. მივმართავ საზოგადოებას, ვიყოთ ყურადღებით, ეს არის მათი მავნე მცდელობა ამ პროვოკაციულ, ძალადობრივ ქმედებებზე გადაიტანონ მთელი ყურადღება და ასევე მივმართავ ოპოზიციურ ძალებს, ჩვენ გვმართებს ხუთჯერ მეტი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.(ipn.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →