—

გიორგი გაბუნია კაია კალასზე: ქალბატონი ამხანაგი, თურმე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა - წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად, ახლა ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და ვხედავთ, რომ აქაც იგივე რეალობის წინაშე ვართ, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება

72
გიორგი გაბუნია კაია კალასზე: ქალბატონი ამხანაგი, თურმე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა - წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად, ახლა ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და ვხედავთ, რომ აქაც იგივე რეალობის წინაშე ვართ, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება
მოსასმენად დააჭირეთ

ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა, - ასე ეხმიანება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია…

ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა, - ასე ეხმიანება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას. 

გაბუნიას შეფასებით, საქართველო სისხლის ფასად გაეყარა წითელ იმპერიას, ლურჯ იმპერიასთან შეყრის მსურველი ქვეყანა კი ხედავს, რომ აქაც იმავე რეალობის წინაშე დგას, ვინაიდან, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება. 

"ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა...

ჩვენი საქმე ასეა: წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად და ახლა ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და ვხედავთ რომ აქაც იგივე რეალობის წინაშე ვართ! დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება, არამედ მხოლოდ დამონებული, უსიტყვო მორჩილებით და ჩვენი ხალხის მიერ გაღებული სისხლის და ღვაწლის უგულვებელყოფით..." - წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →