—

გიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე- ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში

59
გიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე- ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში
მოსასმენად დააჭირეთ

გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტირეს.

„ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა მინდა გამოვხატო, ყველა  პოლონელი  სამართალდამცავისადმი“-წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

გამსახურდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე უსვამს ხაზს და წერს, რომ პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  წვლილიც ძალიან დიდია. 

„ჩვენ ათი წელია ვაშენებთ პოლიციურ თანამშრომლობას, რომელიც უამრავი და ყოველდღიური  შრომით არის განმტკიცებული. არსებობს უამრავი მაგალითი და ფაქტი ჩვენი უწყებების თანამშრომლობის და ვფიქრობ კარგი იქნება ამ ყველაფერზე საჯაროდ გვესაუბრა და მიგვეწოდებინა ინფორმაცია, როგორც პოლონურ, ისე ქართულ საზოგადოებაზე. 
ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში“- წერს გიორგი გამსახურდია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →