—

შალვა პაპუაშვილი- NGO სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის ქვეყნებში და ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს NGO-ები მართავენ ევროპას

29
შალვა პაპუაშვილი- NGO სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის ქვეყნებში და ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს NGO-ები მართავენ ევროპას
მოსასმენად დააჭირეთ

ეს ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა…

ეს ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. 

პაპუაშვილი  SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის სიტყვებს  იშველიებს, რომელმაც თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“. 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებით ხალხის ჩანაცვლების მცდელობის ოპერაცია, საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა მხილებული.  

„ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ  მათ მიერ კონტროლირებადი, მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს, NGO-ები მართავენ ევროპასაც. რომ უმცირესობები, ინტერეს ჯგუფები, რომლებიც არიან გარკვეული მცირე ელიტისტური ჯგუფები, მართავენ ევროპას. ამაზე ჩვენ რა ხანია ვსაუბრობდით და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამერიკიდან გაისმა ეს ხმა. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ის ოპერაცია რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც იყო მცდელობა, რომ ხალხი ჩაენაცვლებინათ ენჯეოებით, ეს ოპერაცია საბოლოოდ იქნა მხილებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. მათ შორის, USAID-ის დაფინანსება, ყველა ეს დაფინანსება ამიტომ ჩახსნეს, რომ მხილებულ იქნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი საზოგადოების საპირწონედ. რასაც ამობს ილონ მასკი ზუსტად ეს არის, რომ NGO სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →