—

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, CNN უნდა გაიყიდოს

42
დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, CNN უნდა გაიყიდოს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ ტელეარხი CNN უნდა გაიყიდოს.

ის ფიქრობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად CNN-ს მართავენ და რომლებიც არაკეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენენ, აღარ უნდა მიეცეთ კომპანიის მართვის გაგრძელების უფლება. 

“ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებმაც CNN-ი გაანადგურეს, (სხვათა შორის, არავინ უყურებს, ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს), ტელეარხის მართვის უფლება აღარ უნდა მიეცეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შეთანხმება გარანტირებული უნდა იყოს. CNN-ი უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი, ან ცალკე გაიყიდოს. არ მგონია, რომ თაღლითი ადამიანების ჯგუფმა, რომელიც ამჟამად კომპანიას მართავს, მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, რომ CNN-ი უნდა გაიყიდოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →