—

ბელგიის პრემიერი: ვის სჯერა რეალურად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია

40
ბელგიის პრემიერი: ვის სჯერა რეალურად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია
მოსასმენად დააჭირეთ

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით წნეხი წარმოუდგენელია.

“მყავს გუნდი, რომელიც ამ თემაზე დღე და ღამე მუშაობს. ეს იქნებოდა ლამაზი ისტორია: ავიღოთ ფული ბოროტმოქმედ პუტინისგან, რათა მივცეთ კეთილ უკრაინას. მაგრამ სხვა ქვეყნის აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა - ეს არასდროს გაკეთებულა. საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის ფულზე. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, გერმანიისთვის ფული არ ჩამოურთმევიათ. ომის დროს სუვერენულ აქტივებს ყინავენ. და ომის ბოლოს, წაგებულმა სახელმწიფომ უნდა დათმოს ამ აქტივების ნაწილი ან მთლიანად, რათა ზარალი აუნაზღაუროს გამარჯვებულებს.

მაგრამ ვის სჯერა რეალურად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია. არც არის სასურველი, რომ მან წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. და ვის სჯერა, რომ პუტინი რუსული აქტივების კონფისკაციას მშვიდად მიიღებს? მოსკოვმა შეგვატყობინა, რომ აქტივების ჩამორთმევის შემთხვევაში, ბელგია და მე, პირადად, [ამის შედეგებს] „სამუდამოდ“ ვიგრძნობთ. ეს საკმაოდ დიდი დრო მეჩვენება... რუსეთმა შესაძლოა დასავლეთის ზოგიერთი აქტივიც დააყადაღოს: Euroclear-ს რუსეთში 16 მილიარდი აქვს. რუსეთში არსებული ყველა ბელგიური ქარხანა შეიძლება წაიღონ. და თუ ბელარუსი და ჩინეთიც დააყადაღებენ დასავლეთის აქტივებს? ყველაფერ ამაზე ვიფიქრეთ? არა, არ გვიფიქრია. ჩემს ევროპელ კოლეგებს ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა ბელგიისთვის მოსალოდნელი რისკების გაზიარებისთვის. მხოლოდ გერმანიამ თქვა, რომ მზად იყო... ამ გაზიარების გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე დავბლოკო”, - დასძინა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →