—

ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, BBC -იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც  იყო საჭირო  დანაშაულის დაბრალებისთვის

58
ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, BBC -იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც  იყო საჭირო  დანაშაულის დაბრალებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი BBC-ის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას აკრიტიკებს.

InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ წილოსანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა  მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-იმ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა , მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად  მოხსნეს - სრულიად გაუგებარი და უსტატუსო რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით, რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტის ჩვენებით  და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ახლა ქართულ პოლიციას  პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

როგორც ჩანს, BBC -იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც  იყო საჭირო  დანაშაულის დაბრალებისთვის.

პრინციპში, თეთრი სახლის ვებგვერდზე, უკვე ღიად, დეზინფორმატორების სიაშია ვხედავთ ამ ერთ დროს მაღალრეპუტაციულ მედია საშუალებას."-წერს წილოსანი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →