—

პრემიერ-მინისტრი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

55
პრემიერ-მინისტრი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ალი იერლიქაიას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო.

ხაზი გაესვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ პარტნიორობას.

განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსა და თურქეთის როლი სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →