—

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შვიდი დასახლება გაათავისუფლეს

143
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შვიდი დასახლება გაათავისუფლეს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიაჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის განცხადებით, „ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებულია შვიდი დასახლება, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული“. ეს განცხადება ზაკირ ჰასანოვმა უშიშროების…

აზერბაიაჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის განცხადებით, „ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებულია შვიდი დასახლება, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული“. ეს განცხადება ზაკირ ჰასანოვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის დროს გააკეთა.

მანამდე, აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს სომხეთის მიერ ოკუპირებული ექვსი სოფელი ფიზული-ჯაბარაილი ფრონტის მიმართულებით.

ჰასანოვმა ასევე თქვა რომ, „კონტრშეტევის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეარაღებული ძალების დაცვის ხაზი გაარღვიეს“.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →