—

ლევან სანიკიძე - ჯო უილსონთან ვუსაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე, პოლიტიკური პატიმრების საკითხზე და საფრთხეებზე, რასაც ხელისუფლების ჩინურ-ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის

41
ლევან სანიკიძე - ჯო უილსონთან ვუსაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე, პოლიტიკური პატიმრების საკითხზე და საფრთხეებზე, რასაც ხელისუფლების ჩინურ-ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის
მოსასმენად დააჭირეთ

კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრაზე ვუსაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე. ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს და საფრთხეებს, რასაც ხელისუფლების ჩინური და ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის…

კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრაზე ვუსაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე. ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს და საფრთხეებს, რასაც ხელისუფლების ჩინური და ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის , - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძის განცხადებით, ტყუილია, რომ „მეგობარი აქტის“ საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიდ მეგობართან, კონგრესმენ ჯო უილსონთან, სადაც საკითხი და საუბარი შეეხებოდა „მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დღის წესრიგშიც აღარ არსებობს, რაც არის ცალსახად ტყუილი. აგრეთვე ვისაუბრეთ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დაკავებაზე. ვისაუბრეთ იმ ჩინურ და ირანულ კავშირებზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს და ვგრძნობთ იმ პარტიულ მხარდაჭერას, რომელიც მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →