—

აზერბაიჯანი საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს

83
აზერბაიჯანი საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების განცხადებით, მთლიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო, საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

სახელმწიფო უწყებებში განმარტავენ, რომ ფრონტზე გაწვევის სურვილს მრავალი მოქალაქე გამოთქვამს, რისთვისაც მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახური მათ მადლობას უხდის.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აზერბაიჯანის არმია უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, რეზერვში მყოფ სამხედროებს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გამოიძახებენ. თუმცა, ამჟამად ასეთი საჭიროება არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →