—

თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის გამო ვენახები დაზიანდა

49
თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის გამო ვენახები დაზიანდა
მოსასმენად დააჭირეთ

თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში - რუისპირი და ვარდისუბანი, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად, ვენახები დაზიანდა. ინფორმაციას კახეთის მხარეში…

თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში - რუისპირი და ვარდისუბანი, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად, ვენახები დაზიანდა. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველადი მონაცემების საფუძველზე, სოფელ რუისპირში სეტყვის შედეგად დაზიანებულია 100 ჰა ვენახის ფართობი, ხოლო სოფელ ვარდისუბანში დაზიანდა 50 ჰა ვენახის ფართობი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმშიმიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებები გატარება.

კერძოდ, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი მიიღოს 1 კგ 1 ლარად სხვადასხვა ლოკაციაზე. მევენახე - ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →