—

გოგი მეშველიანი: დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების გაძლიერებისთვის

81
გოგი მეშველიანი: დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების გაძლიერებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების განვითარებისა და გაძლიერებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს “ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და…

დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების განვითარებისა და გაძლიერებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს “ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა, წალკის მუნიციპალიტეტში, ჩივთქილისას, კაბურის, საჩკოვის, აშკალას, დარაკოვისა და წინწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. როგორც მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს განუცხადა, სოფლებში ძირითადი გამოწვევა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.

„საერთო ჯამში საინტერესო შეხვედრები შედგა, განვიხილეთ სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების განვითარებისა და გაძლიერებისთვის”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →