—

ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი კობახიძეს - მადლიერებას გამოვხატავ ტოლერანტობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა იჩენთ საქართველოში ებრაული თემის მიმართ, გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას

71
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი კობახიძეს - მადლიერებას გამოვხატავ ტოლერანტობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა იჩენთ საქართველოში ებრაული თემის მიმართ, გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას
მოსასმენად დააჭირეთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გულთბილად ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება.

ბოლო წლებში, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები ტურიზმის მკვეთრი ზრდითაც ხასიათდება, რაც კულტურული გაცვლისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლიერებას გამოვხატავ ტოლერანტობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა იჩენთ საქართველოში ებრაული თემის მიმართ. გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას," - აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მისალოც წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიიღო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →