—

ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა

63
ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა
მოსასმენად დააჭირეთ

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილების გამოცხადებას მელია არ დასწრებია. წყლის შესხმის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ის…

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილების გამოცხადებას მელია არ დასწრებია. წყლის შესხმის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ის პროცესიდან გააძევა. 

მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც, პროკურატურამ აღკვეთის შეცვლა და დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ნიკა მელია დღევანდელ პროცესზე დასწრებას არ აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ გასულ ღამეს პოლიციამ ის ადმინისტრაციული წესით დააკავა, საქალაქო სასამართლოში დღეს ის მაინც მიიყვანეს. 

ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა 12 ივნისს დაიწყება. პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →