—

ერევნიდან ბათუმისკენ სარკინიგზო რეისები 14 ივნისიდან დაიწყება

54
ერევნიდან ბათუმისკენ სარკინიგზო რეისები 14 ივნისიდან დაიწყება
მოსასმენად დააჭირეთ

South Caucasus Railways-ის საერთაშორისო რეისი - ერევანი-ბათუმი-ერევანი მოძრაობას 14 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ სომხური გამოცემა News.am წერს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება, South Caucasus Railways-ისა და საქართველოს…

South Caucasus Railways-ის საერთაშორისო რეისი - ერევანი-ბათუმი-ერევანი მოძრაობას 14 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ სომხური გამოცემა News.am წერს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება, South Caucasus Railways-ისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს შორის, 20 მაისს გამართული შეხვედრისას შედგა.

მატარებელი ერევნიდან თვის ლუწ რიცხვებში იმოძრავებს, ხოლო ბათუმიდან რეისები კენტ რიცხვებში შესრულდება. მგზავრობის დრო კი 16 საათი იქნება.

ერევანი-ბათუმი-ერევანის სარკინიგზო რეისის შემოღებას ტურისტული დატვირთვა აქვს და 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე იქნება ძალაში - ამ პერიოდში ერევანი-თბილისის რეისი უქმდება.

ერევანი-ბათუმი-ერევანის საერთაშორისო მატარებელი 3 ტიპის თანამედროვე ვაგონისგან შედგება: დაჯავშნილი ადგილებით; კუპეთი და საძილე ადგილებით.

ბილეთების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება - მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც სომხეთისა და საქართველოს მთავარ რკინიგზის სადგურებში, ასევე ონლაინ. ფასები ჯერჯერობით უცნობია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →