—

პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

31
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ. როგორც რუსული გამოცემა TASS წერს, დოკუმენტი…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ. როგორც რუსული გამოცემა TASS წერს, დოკუმენტი სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა.

მოქალაქეობის მისაღებად ასეთ განმცხადებლებს არ დასჭირდებათ რუსეთის ფედერაციაში მუდმივი საცხოვრებლის მოთხოვნების დაცვა, რუსული ენისა და რუსული ისტორიის ცოდნა.

დოკუმენტის მიხედვით, მუდმივად მცხოვრებ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ამ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. თუ ისინი უკვე ცხოვრობენ რუსეთში, შეუძლიათ მიმართონ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →