—

თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი - ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა

113
თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი - ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა
მოსასმენად დააჭირეთ

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, საქართველოდან საზღვარგარეთ 31.9 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 4.9%-ით მეტია - 30.4 მლნ აშშ დოლარი.

სებ-ის სტატისტიკით, ყველაზე მეტი თანხა 2025 წლის აპრილში თურქეთში გადაირიცხა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სამეულს კი რუსეთი ხურავს.

გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, რომლებშიც 2025 წლის აპრილში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:

თურქეთი - 6.142 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი - 4.866 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი - 3.734 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა - 2.225 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 1.792 მლნ აშშ დოლარი

უზბეკეთი - 1.42 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 1.364 მლნ აშშ დოლარი

იტალია - 1.139 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 1.095 მლნ აშშ დოლარი

პოლონეთი - 0.837 მლნ აშშ დოლარი

ამასთან, 2025 წლის აპრილში საზღვარგარეთიდან საქართველოში 295.541 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, 27.3%-იანი ზრდის მაჩვენებელია 232.206 მლნ აშშ დოლარი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →