—

შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

32
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლორენცო ფონტანას შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და იტალიას შორის…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლორენცო ფონტანას შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა 2023 წელს საქართველოსა და იტალიას შორის დაფუძნებულ მაღალი დონის დიალოგს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. „მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა 2023 წელს იტალიაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რათა 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ლორენცო ფონტანამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია და აღნიშნა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანა. შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →