—

ამირან გამყრელიძე - ბევრგან მიმუშავია და სიყალბესთან საქმე არასდროს მქონია, არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას

64
ამირან გამყრელიძე - ბევრგან მიმუშავია და სიყალბესთან საქმე არასდროს მქონია, არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას
მოსასმენად დააჭირეთ

ბევრგან მიმუშავია და სიყალბესთან საქმე არასდროს მქონია, არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბევრგან მიმუშავია და სიყალბესთან საქმე არასდროს მქონია, არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, კორონავირუსის სტატისტიკა ყალბდებოდეს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკის განყოფილება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რომლითაც ის ამაყობს.

„მატყობთ რამეს, რომ ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ცენტრის ხელმძღვანელი არის თქვენი მონა-მორჩილი. მე ბევრგან მიმუშავია და არასდროს სიყალბესთან საქმე არ მქონია. ასე რომ, მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა. მე არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის სტატისტიკის ცენტრი, სადაც ყველანაირი სტატისტიკა იკრიბება – რამდენი დიაბეტიანია, რამდენი ინფარქტის ახალი შემთხვევაა და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე განყოფილება, ამით მე ვამაყობ და ასეთ რამეს არ დავუშვებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →