—

დიმიტრი ცქიტიშვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს, კვლავ ვიხილო ხელისუფლებაში მობრუნებული მიხეილ სააკაშვილი

41
დიმიტრი ცქიტიშვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს, კვლავ ვიხილო ხელისუფლებაში მობრუნებული მიხეილ სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

არანაირი სურვილი არ მაქვს, კვლავ ვიხილო ხელისუფლებაში მობრუნებული მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „ევროპული საქართველოს"…

არანაირი სურვილი არ მაქვს, კვლავ ვიხილო ხელისუფლებაში მობრუნებული მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილების თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ- მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერენ.

როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, სურვილის მიუხედავად, მეორე საკითხია კოალიციის ფარგლებში თანამშრომლობა, რომელიც რეალურად, არა ვინმეს სურვილზე, არამედ არჩევნების შემდგომ კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული.

„მე იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს, თუმცა, მეორე საკითხია, რომ ვინ ვისთან ითამაშრომლებს, გამომდინარეობს არა იქიდან, თუ ვის ვისთან სურს თანამშრომლობა, არამედ იმ პოლიტიკური კონფიგურაციიდან, რომელიც დალაგდება საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ. ბევრ ქვეყანაში არის კოალიციები, რომელიც არათუ პარტნიორებს შორის და სურვილით შექმნილი კოალიციებია, არამედ არის იძულებითი მდგომარებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული კოალიცია. ამიტომ წინსწრებით ამაზე საუბარი არის სპეკულაცია ყველას მხრიდან ვინც ამას წინასწარ ამბობს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვერ დავინახე ვერც ერთხელ მის განცხადებებში, რომ მან თავის შეცდომები და დანაშაულები გადაიაზრა და სხვანაირად უყურებს პროცესებს. ის ამაყობს იმით, რაც გააფუჭა, რაღაცებიც გააკეთა, მაგრამ ის არ გამოაცალკევებს იმ დანაშაულებს, რაც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →