—

ნათია მეზვრიშვილი - არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით საუბარი, ამის გარეშეც პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ

43
ნათია მეზვრიშვილი - არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით საუბარი, ამის გარეშეც პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ
მოსასმენად დააჭირეთ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ვლინდება პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევები. როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, არსებული ვითარებიდან…

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ვლინდება პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევები. როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეებმა რეგულაციები ჯარიმების დაწესების გარეშეც უნდა დაიცვან.

„ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. საკმაო პერიოდია გასული, რაც პანდემიასთან ვიბრძვით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და იმ პირობებში, როდესაც ბევრი რამ ვისწავლეთ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი. ჯარიმების გარეშეც, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ.

რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, თითოეული ჩვენგანი რამდენად დაიცავს წესებს. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარების, ასევე დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, ისე, არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის წინდაუხედავობა კავშირშია ინფიცირების რაოდნეობის ზრდასთან, ამიტომ ყველაფერი ამისგან თავი უნდა შევიკავოთ და მაქსიმალურად დავიცვათ წესები",-განაცხადა მეზვრიშვილმა.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →